ავტორიზაცია

18 მილიონი გადადებულია - მიქაუტაძე პრეიერ ლიგის სხვა კლუბს სურს

18 მილიონი გადადებულია - მიქაუტაძე პრეიერ ლიგის სხვა კლუბს სურს
თარიღი 24 Jul 2023, 22:44
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენით ინგლისური კლუბი "ბარნლი" ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

ბრიტანული პრესის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის შეძენა პრემიერ ლიგის მეორე კლუბს - "შეფილდ იუნაიტედს" სურს.

"შეფილდმა" მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო უკვე გადადო და მზადაა, "მეცს" ოფიციალური შეთავაზება გაუკეთოს.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის ბომბარდირისა და საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით "ლიონიც" ინტერესდება.