ფლანგზე აქტიური იყო - კვარაცხელიამ სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა
"ნაპოლიმ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი "სპალის" წინააღმდეგ ჩაატარა.
მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა, სადაც კვარაცხელიამ სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა.
პირველ ტაიმში გარსიამ გადახალისებული შემადგენლობა დააყენა, მეორე ტაიმში კი ძირითადის ფეხბურთელები შემოვიდნენ.
კვარაცხელიამ მეორე ტაიმში ჩაერთო და თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, ბურთი ძელსაც გაარტყა.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს კვარაცხელიას "ნაპოლი" 29 ივლისს, "ჰატაისპორის" წინააღმდეგ გამართავს.