საბურთალოს სატრანსფერო ბანი ადევს - რატომ ვერ იმატებს კლუბი ფეხბურთელებს?
გუშინ, "საბურთალო" საქართველოს თასის 1/16 ფინალში "გურიას" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
"საბურთალოს" შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მოთამაშე იყო, ვინც ამავე კლუბის აღზრდილია და დიდ გუნდში მათი დებიუტი შედგა.
ჩვენი ინფორმაციით, საქმე იმაშია, რომ "საბურთალოს" სატრანსფერო ბანი ადევს და ჯერჯერობით, ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება არ აქვს.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ კლუბს ფეხბურთელის დავალიანება აქვს, რის გამოც ფიფაში უჩივლეს და სასამართლო დავა წააგეს. სანამ "საბურთალო" დავალიანებას არ გაისტუმრებს, ახალ ფეხბურთელებს განაცხადში ვერ შეიყვანს.
ისე კი, კლუბმა "სამტრედიადან" აფრიკელი ფორვარდი სირილ ჩამბა დაიმატა, რომელმაც ამხანაგურ მატჩებში თამაში მოასწრო.