ჩელსიმ გალაჰერის თაობაზე ვესტ ჰემის პირველი შეთავაზება უარყო
"ჩელსიმ" 23 წლის ნახევარმცველ კონორ გალაჰერის თაობაზე "ვესტ ჰემის" პირველი შეთავაზება უარყო. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ცნობით, "ჩელსის" ინგლისელი ფეხბურთელისთვის 40 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 46,4 მილიონი ევრო) შესთავაზეს, მაგრამ "ჩელსი" ტრანსფერში მინიმუმ 50 მილიონ ფუნტს (58 მილიონი ევრო) ითხოვს.
გალაჰერმა გასულ სეზონში "ჩელსის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.