ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: მიქაუტაძეს ტრანსფერით ფრანგული გრანდი ინტერესდება

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: მიქაუტაძეს ტრანსფერით ფრანგული გრანდი ინტერესდება
თარიღი 25 Jul 2023, 15:02
საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ფრანგული გრანდი "მარსელი" ინტერესდება.

გამოცემა le10sport-ს ინფორმაციით, "ლიონი" 22 წლის ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულია, თუმცა ფინანსურ დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია. 

წყაროს ცნობით, "მარსელის" პრეზიდენტი პაბლო ლონგორია გიორგის თამაშით გასულ სეზონში მოიხიბლა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს ამის შესახებ უთხრა კიდეც.

პრობლემა ამ ეტაპზე ფინანსებია, "მარსელს" ქართველი ფორვარდის დასამატებლად ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდრბა, რასაც გენდუზის და კიდევ რამდენიმე მოთამაშის გასხვისების შემდეგ შეძლებს.

როგორც უკვე ცნობილი გახდა, მიქაუტაძით ინგლისური "შეფილდ იუნაიტედი" ინტერესდება, რომელმაც ფრანგულ გუნდს 18 მილიონი ევრო შესთავაზა. 

ასევე, რომის "ლაციოს" ინტერესის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა უცნობია თუ რა თანხა შესათავაზა რომაულმა გუნდმა "მეცს" ფორვარდის ტრანსფერში.