ავტორიზაცია

"არ ღირს მცდარი წარმოდგენები, მბაპეს მხოლოდ ერთი გუნდი აინტერესებს", - ფრანგი ჟურნალისტი

"არ ღირს მცდარი წარმოდგენები, მბაპეს მხოლოდ ერთი გუნდი აინტერესებს", - ფრანგი ჟურნალისტი
თარიღი 25 ივლ 2023, 21:18
როგორც გუშინდელი დღიდან არის ცნობილი, საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი" „პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავს კილიან მბაპეს გიჟური შეთავაზებით იზიდავს თავისთან.

საუდელები პარიზულ კლუბს 300 მილიონ ევროს სთავაზობენ, თავად ფეხბურთელს კი, ყველა ბონუსის და დამატებითი შემოსავლის ჩათვლით, 700 მილიონ ევროს, თანაც მხოლოდ ერთ წელიწადში. ისინი მზად არიან, მბაპე გაისად მადრიდის „რეალში" სრულიად უფასოდ გაუშვან.

თუმცა, როგორც ფრანგული გამოცემა L'Equipe და ასევე ჟურნალისტი ჯულიენ ლორენსი წერენ, მბაპე ამ შეთავაზების განხილვასაც კი არ აპირებს.

„არ ღირს მცდარი წარმოდგენების შექმნა, კილიან მბაპეს „პსჟ-ს" დატოვების შემთხვევაში მხოლოდ მადრიდის „რეალში" უნდა თამაში. მბაპეს „რეალი" უნდა, „რეალს" კი - მბაპე. თუმცა, მადრიდული კლუბი ელოდება, როდის გადმოდგავს პირველ ნაბიჯს „პსჟ" და ტრანსფერთან დაკავშირებით მათ თავად დაუკავშირდება." - აღნიშნა ჟურნალისტმა, რომლის ავთენტურობასაც ის ამტკიცებს, რომ დღეს, მან სოციალურ ქსელში მბაპეს მიერ პირადად მისთვის საჩუქრად გაგზავნილი მაისურის ფოტო გამოაქვეყნა.



ესპანური Relevo უფრო შორს მიდის და თავის მტკიცებულებაში უფრო კატეგორიულია: 

„მბაპეს ურჩევნია, მთელი სეზონი ტრიბუნაზე გაატაროს, ვიდრე საუდის არაბეთში წავიდეს. ამ ზაფხულს „პსჟ-ს" დატოვებას ის მხოლოდ მადრიდის „რეალის" გამო დათანხმდება, მხოლოდ სხვადასხვა ფაზლების დამთხვევაა საჭირო იმისთვის, რომ ტრანსფერი საბოლოოდ დაიხუროს."