ტრანსფერის შემთხვევაში, კესი იუვენტუსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება

"იუვენტუსი" "ბარსელონას" ნახევარმცველის ფრენკ კესის შეძენას ცდილობს.
ნახევარმცველი "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ იქცა და "ბარსელონა", გავრცელებული ხმების მიხედვით, თანახმაა ფეხბურთელის ტურინულ კლუბს მიყიდოს.
ნახევარმცველი "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ იქცა და "ბარსელონა", გავრცელებული ხმების მიხედვით, თანახმაა ფეხბურთელის ტურინულ კლუბს მიყიდოს.
Diario SPORT-ის ცნობით, "იუვენტუსი" მზადაა კესი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახადოს, რათა დაარწმუნოს გადასვლის გადაწყვეტილება.
26 წლის ნახევარმცველის სავარაუდო ხელფასი გარიგების შემთხვევაში წელიწადში 7 მილიონი ევროა.