ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების ზღვარზეა
"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუდი გარსიას გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, ქართველი გარემარბი ნეაპოლიტანურ კლუბთან ახალ გარიგებასთან ძალიან ახლოს არის.
განახლებული კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე უნდა იყოს გათვლილი, 2029 წლამდე გახანგრძლივების ოფციით. მისი თქმით, ხვიჩა წელიწადში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამის გათვალისწინებით, კვარაცხელია ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეთა სიაში მხოლოდ მეთორმეტე ადგილზე იქნება.

ამ დროისთვის ქართველები წელიწადში მილიონ ნახევარზე ცოტა მეტს გამოიმუშავებს.