ავტორიზაცია

ანტონ თოლორდავამ ქუთაისის ტორპედოსა და აქტობეს დაპირისპირებაზე ისაუბრა

ანტონ თოლორდავამ ქუთაისის ტორპედოსა და აქტობეს დაპირისპირებაზე ისაუბრა
თარიღი 26 ივლ 2023, 12:02
ყარაგანდას "შახტარის" ქართველმა მცველმა ანტონ თოლორდავამ Meta-ratings.kz-თან ინტერვიუში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის "ქუთაისის "ტორპედოს" და "აქტობეს" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

„ამ თამაშში ფავორიტის დასახელება რთულია. მინდა ხაზი გავუსვა აქტობეს გულშემატკივრების როლს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს საშინაო მატჩებზე და ქმნის საოცარ ატმოსფეროს. 

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისის ტორპედომ ცოტა ხნის წინ ბოსნიურ სარაევოს გასცდა. ვფიქრობ, მომავალი თამაში იქნება ძალიან საინტერესო და დაძაბული. “, - განაცხადა თოლორდავამ.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" დაუპირისპირდება. 

პირველ მატჩს ქუთაისში 27 ივლისს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს, აქტობეში.