ავტორიზაცია

ვეტერანი ფეხბურთელი: "რატომ უნდა გამოიმუშაოს ოსიმენმა 7-8 მილიონი, ხოლო კვარაცხელიამ 2.5 მილიონი? სირცხვილია!"

ვეტერანი ფეხბურთელი: "რატომ უნდა გამოიმუშაოს ოსიმენმა 7-8 მილიონი, ხოლო კვარაცხელიამ 2.5 მილიონი? სირცხვილია!"
თარიღი 26 ივლ 2023, 16:40
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ვინჩენცო მონტეფუსკომ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ "ნაპოლი" ქართველს კონტრაქტის განახლებით სეზონში 2.5 მილიონს სთავაზობს, ხოლო ნიგერიელს 7 მილიონ ევროს.

"არ მესმის, რატომ უნდა გამოიმუშაოს ოსიმენმა 7-8 მილიონი ევრო, ხოლო კვარაცხელიამ განახლებით 2.5 მილიონი ევრო. 

ოსიმენი დამანგრეველი ფეხბურთელია, მაგრამ ვინ ამიხსნის ორ თავდამსხმელს შორის ამხელა განსხვავების მიზეზს?

ჩემთვის ასეთი უთანასწორობა სამარცხვინოა. ვხედავ ფეხბურთელს და ვფიქრობ, რომ კვარაცხელია არის ძალიან ძლიერი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ევროპაში. “, - თქვა მონტეფუსკომ.