ავტორიზაცია

SMH Sports-მა და არველაძის ფონდმა მნიშვნელოვანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

SMH Sports-მა და არველაძის ფონდმა მნიშვნელოვანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს
თარიღი 26 ივლ 2023, 17:16
SMH Sports-მა და არველაძის ფონდმა მნიშვნელოვანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 2 წლის ვადით გაფორმდა, პარტნიორობა კი სპორტული ღონისძიებების, აქტივობებისა და სხვადასხვა პროგრამების ჩატარებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობა ერთიან ხედვაზე დაფუძნებულმა მიდგომამ განაპირობა, რომელიც ურთიერთობის გაოფიციალურებამდე, SMH Sports-სა და ფონდ არველაძეს შორის უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დამყარდა.

არველაძის ფონდისა და SMH Sports-ის და მისი დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის მხარდაჭერით, გასულ სეზონში, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. მათ შორის გამოსარჩევია ქართველი სტუდენტების მოგზაურობა ნეაპოლში, შოთა არველაძის მონაწილეობით გამართული ლეგენდების მატჩები რომსა და გლაზგოში, ბრიტანეთის ტური გიორგი ქინქლაძესთან და 1000 წუთის ღონისძიება ზაზა ფაჩულიასთან ერთად.

ორწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო აქტივობა, მცირე და მსხვილი მასშტაბის პროექტი განხორციელდება, რომელიც მიმართული ახალგაზრდობისა და სპორტული სექტორის განვითარებაზე იქნება.