ავტორიზაცია

ბათუმის დინამო ფანებს პასუხობს: "იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ"

ბათუმის დინამო ფანებს პასუხობს: "იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ"
თარიღი 27 Jul 2023, 14:17
ცოტა ხნის წინ ბათუმის "დინამოს" ფან-კლუბმა "პირატებმა" განცხადება გაავრცელეს.

განცხაეებაში აღნიშნულია, რომ ფანები ტოვებენ ტრიბუნას, სანამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გია გეგუჩაძის გათავისუფლრბა არ მოხდება.

ბათუმის "დინამოს" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება გულშემატკივრის მიმართ საპასუხო განცხადება.

"თავს ვალდებულად მივიჩნევთ კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ჩვენი ფანკლუბის - შავი ზღვის პირატების მიერ გაკეთებულ განცხადებას დინამოს მატჩების ბოიკოტის შესახებ და საზოგადოებას განვუმარტოთ მოცემული ვითარება.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შეთავაზებას. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებდა ცალკეულ ფორმატში კლუბის მენეჯმენტთან, ფეხბურთელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და პრეზიდენტთან შეხვედრას რაზეც ყველა ეტაპზე მივიღეთ უარი, რაც აღნიშნული პროცესის მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან დიალოგის კონსტრუქციულ და სადისკუსიო რეჟიმში გადაყვანის არაერთი მცდელობის მიუხედავად მივიღეთ მხოლოდ ტენდენციური და ნეგატიური უკუკავშირი, რაც ჩვენი აზრით კლუბის ინტერესებს ვნებს და აზარალებს

ძალიან სამწუხაროა, რომ ფანკლუბის მხრიდან სხვა გულშემატკივრის მიმართ ისმის მატჩების ბოიკოტის და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის არ გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები.

კლუბის მენეჯმენტი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ ზემოაღნიშნულ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ. ",- წერია განცხადებაში.