ავტორიზაცია

პსჟ-მ ჰოილუნდის თაობაზე 50 მილიონი ევრო შესთავაზება გააკეთა - უარის შემთხვევაში პარიზელები ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშებიან

პსჟ-მ ჰოილუნდის თაობაზე 50 მილიონი ევრო შესთავაზება გააკეთა - უარის შემთხვევაში პარიზელები ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშებიან
თარიღი 27 ივლ 2023, 15:39
"პსჟ" "მანჩესტერ იუნაიტედს" "ატალანტას" თავდამსხმელის, რასმუს ჰოილუნდისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება.

L'Équipe-ის ცნობით, ფრანგულმა კლუბმა 20 წლის თავდამსხმელისთვის 50 მილიონი ევრო შეთავაზება გააკეთა. "პსჟ" აღარ აპირებს შემდგომში შეთავაზების გაზრდას.

ფაბრიციო რომანო ადასტურებს ინფორმაციას პარიზელთა მიერ ჰოილუნდზე შეთავაზების შესახებ და დასძენს, რომ "ატალანტას" მისთვის მინიმუმ 70 მილიონი ევრო და პრემიები სურს. 

The Athletic-ის ცნობით , "პსჟ" ბერგამასკების თხოვნას არარეალურად მიიჩნევს. თუ "ატალანტა" ჰოილუნდის 50 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარს იტყვის, პარიზელები მზად არიან მოლაპარაკებები დატოვონ.

RMC Sport დასძენს, რომ რასმუსს აქვს შეთანხმება პირად კონტრაქტზე როგორც "პსჟ"-სთან, ასევე მანჩესტერ "იუნაიტედთან".

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ "იუნაიტედმა" დანიელისთვის შეთავაზება გააკეთა. ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელისთვის 50 + 10 მილიონი ევრო შეთავაზება გააკეთა.