ავტორიზაცია

ბარსელონამ 2023/24 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მიიღო

ბარსელონამ 2023/24 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მიიღო
თარიღი 27 ივლ 2023, 18:41
უეფამ "ბარსელონას" უფლება მისცა მონაწილეობა მიიღოს 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგაზე.

Sky Sports-ის ჟურნალისტი რობ ჰარისი იტყობინება, რომ უეფამ კატალონიურ კლუბს წელს ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირზე თამაშის უფლება მისცა. 

ჟურნალისტის თქმით, უეფამ გადაწყვიტა გადაედო ევროპული შეჯიბრებიდან "ბლაუგრანას" შესაძლო გამორიცხვის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, უეფამ გამოძიება დაიწყო საქმეზე, რომლის მიხედვითაც "ბარსელონა" 2018 წლამდე ფულს უხდიდა ესპანეთის მსაჯთა კორპუსის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს.