ავტორიზაცია

ოფიციალურად: სამუ ჩუკვუეზე მილანის ფეხბურთელია

ოფიციალურად: სამუ ჩუკვუეზე მილანის ფეხბურთელია
თარიღი 27 Jul 2023, 22:26
„ვილიარეალის“ ნიგერიელი შემტევი სამუელ ჩუკვუეზე ოფიციალურად „მილანის“ ფეხბურთელი გახდა.

„როსონერიმ“ 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დღეს დაადასტურა.

ჩუკვუეზეს შეძენა „მილანს“ 20 მილიონი ევრო დაუჯდა, კიდევ 8 მილიონი კი სხვადასხვა ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

უშუალოდ ფეხბურთელმა მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.