ცნობილი გახდა, რამდენს მიიღებს მარკო ვერატი საუდის არაბეთში გადასვლის შემთხვევაში
იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ახლოსაა "პარი სენ-ჟერმენიდან" საუდის არაბეთში გადასვლასთან. ნახევარმცველის ტრანსფერით "ალ-ჰილალი" ინტერესდება.
ინსაიდერის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა საუდის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
ინსაიდერის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა საუდის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
ვერატის ხელფასი წელიწადში 48 მილიონი ევრო იქნება. "ალ-ჰილალი" მზადაა ნახევარმცველის ტრანსფერში დაახლოებით 50 მილიონი გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში საუდის არაბულმა კლუბმა რამდენიმე გახმაურებული გარიგება გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში საუდის არაბულმა კლუბმა რამდენიმე გახმაურებული გარიგება გააფორმა.
გუნდის რიგებს შეუერთდნენ თავდამსხმელი მალკოლმი, ნახევარმცველები სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და რუბენ ნევესი, ასევე მცველი კალიდუ კულიბალი.