ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანო: ბაიერნი კეინის თაობაზე ტოტენჰემს გაუმჯობესებულ შეთავაზებას გაუკეთებს

ფაბრიციო რომანო: ბაიერნი კეინის თაობაზე ტოტენჰემს გაუმჯობესებულ შეთავაზებას გაუკეთებს
თარიღი 28 Jul 2023, 12:53
მიუნხენის "ბაიერნი" და "ტოტენჰემი" თავდამსხმელის ჰარი კეინის ტრანსფერს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

სპურსმა უარყო მიუნხენური კლუბის წინა შეთავაზებები, მაგრამ მოლაპარაკებები ამით არ დასრულებულა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მხარეები პარასკევს შეხვდებიან და შეთანხმების დეტალებს განიხილავენ. 

ავტორიტეტული ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "ბაიერნი" 29 წლის ფორვარდისთვის გაუმჯობესებულ შეთავაზებას წარადგენს. 

ასევე აღნიშნულია, რომ "პარი სენ-ჟერმენი" არ გამოდის ინგლისის ნაკრების ფორვარდის ბრძოლიდან, მაგრამ ლიგა 1-ის გუნდი კონკრეტულ ნაბიჯებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ფეხბურთელის "ბაიერნში" ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშლება.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, "ტოტენჰემმა" უარყო "ბაიერნის" შეთავაზება კეინზე 80 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 93 მილიონი ევრო) ოდენობით.