ავტორიზაცია

ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე ტოტენჰემის და ბაიერნის წარმომადგენლების შეხვედრა გადაიდო

ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე ტოტენჰემის და ბაიერნის წარმომადგენლების შეხვედრა გადაიდო
თარიღი 28 Jul 2023, 16:07
მიუნხენის "ბაიერნი" და "ტოტენჰემი" დღეს ვერ შეხვდნენ თავდამსხმელის ჰარი კეინის ტრანსფერზე მოლაპარაკების თაობაზე. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, გარიგების განხილვა მომდევნო კვირამდე გადაიდო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნის" დელეგაცია პარასკევს ლონდონში უნდა ჩაფრენილიყო, რათა კეინის ტრანსფერის შესახებ გარიგებაზე შეთანხმება დაეხურათ. თუმცა, შეხვედრის გადადება გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ კეინის ტრანსფერზე სიტუაცია იგივე რჩება. ფეხბურთელს "ტოტენჰემთან" კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი, სპურსს კი მოთამაშის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტის მიღება სურს.