ანტე რებიჩი მილანიდან კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
„მილანის“ ხორვატი შემტევი ანტე რებიჩი კარიერას თურქულ „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს.
კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, „როსონერი“ სტამბოლური კლუბისგან ბონუსების ჩათვლით 2 მილიონ ევროს მიიღებს.
რებიჩი „ბეშიქთაშთან“ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, ამჟამად კლუბები საბუთებს ცვლიან და გადამოწმების პროცესში იმყოფებიან.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ტრანსფერი ოფიციალურად ამ უიქენდზე უნდა დადასტურდეს.