ავტორიზაცია

ლა ლიგის კლუბი ვან დე ბეეკის ტრანსფერზე მუშაობს

ლა ლიგის კლუბი ვან დე ბეეკის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 29 ივლ 2023, 01:58
მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველის დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერით "რეალ სოსიედადით" ინტერესდება.

„წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა ნიდერლანელის გაყიდვას გეგმავდა, რათა შემდეგ შუა ხაზი სხვა ფეხბურთელით გაეძლიერებინა. 

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, "რეალ სოსიედადი" აქტიურად მუშაობს ვან დე ბეეკის ხელმოწერაზე. 

კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დონი ვან დე ბეეკი მანჩესტერ "იუნაიტედს" 2020 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" შეუერთდა.