სად გააგრძელებს კარიერას სერხიო რამოსი? - ფავორიტი გუნდი გამოიკვეთა

გამოცდილი ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს.
37 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც გასული სეზონის ბოლოს "პარი სენ-ჟერმენი" დატოვა.
37 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც გასული სეზონის ბოლოს "პარი სენ-ჟერმენი" დატოვა.
ესპანელს შეეძლო საუდის არაბეთში გადასვლა, მაგრამ "ალ-ნასრთან" შეთანხმებას ვერ მიაღწია.
ახლა, Mundo Deportivo-ს ცნობით, MLS არის ყველაზე სავარაუდო ადგილი რამოსისთვის კარიერის გასაგრძელებლად. გავრცელებული ინფორმაციით, "ლოს-ანჯელესი" მზადაა მადრიდის "რეალის" ყოფილ კაპიტანს მოკლევადიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
სერხიო რამოსმა "პსჟ"-ში ორი წელი ითამაშა. მან პარიზული გუნდის შემადგენლობაში 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერხიო რამოსმა "პსჟ"-ში ორი წელი ითამაშა. მან პარიზული გუნდის შემადგენლობაში 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.