პრემიერ ლიგის ორი კლუბი კიეზას დაუკავშირდა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ფედერიკო კიეზამ გასულ კვირას ორი ინგლისური კლუბისგან შეთავაზება მიიღო.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, იტალიელ ფეხბურთელს "ასტონ ვილა" და "ნიუკასლ იუნაიტედი" დაუკავშირდნენ.
წყარო ამბობს, რომ კიეზამ უარი თქვა რომელიმე ამ გუნდში გადასვლაზე.
წყარო ამბობს, რომ კიეზამ უარი თქვა რომელიმე ამ გუნდში გადასვლაზე.
კიესას "იუვენტუსთან" კონტრაქტის დასრულებამდე ორი წელი აქვს დარჩენილი. ტურინულ გუნდს არ შეეწინააღმდეგება ფეხბურთელის გაყიდვა, თუ მისთვის ღირებულ შეთავაზებას მიიღებენ.