მილანს ბენასერის საუდის არაბეთში გაყიდვა არ სურს
"მილანს" არ სურს გაყიდოს გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ისმაელ ბენასერი.
საუდის არაბეთში ალჟირელ ფეხბურთელზე მოთხოვნაა, მაგრამ "როსონერი" არ აპირებს ნახევარმცველთან განშორებას, ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ბენასერის კონტრაქტში "მილანთან" გათავისუფლების პუნქტია 50 მილიონი ევრო. თუმცა ეს პუნქტი მხოლოდ 2024 წლის ზაფხულში გააქტიურდება.
ბენასერმა გასულ სეზონში სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.