მტკიცე უარი სერია ა-ს შემოთავაზებაზე - რატომ ჩაიშალა მიქაუტაძის ტოპ ტრანსფერი?
უკვე დიდი ხანია იწერება, რომ "მეცის" ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენით იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი "ლაციო" ინტერესდება.
ფრანგული მედიის ცნობით, რომაელებმა ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთეს და "მეცს" მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზეს.
თუმცა "მეცმა" ამ თანხაზე უარი განაცხადა და ტრანსფერი ჩაიშალა. "მეცი" მიქაუტაძის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა მისი შეძენა პრემიერ ლიგის კლუბებსაც სურთ.