ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენის აზრით, რეალი მბაპეს ტრანსფერს შეგნებულად ანელებს - საპნის ოპერა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება

პარი სენ-ჟერმენის აზრით, რეალი მბაპეს ტრანსფერს შეგნებულად ანელებს - საპნის ოპერა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება
თარიღი 30 Jul 2023, 22:57
RMC Sport-ს თუ დავუჯერებთ, კილიან მბაპეს სატრანსფერო „საპნის ოპერა“ ჯერ მხოლოდ იწყება.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, პარიზულ კლუბში დათვალეს, რამდენჯერ დადო საჯაროდ მბაპემ პირობა, რომ „პსჟ-ს“ უფასოდ არ დატოვებდა: 8-ჯერ.

კლუბის აზრით, „რეალი“ საკუთარ სტრატეგიას მიჰყვება - შეგნებულად წელავს შეთავაზების გაკეთებას, რათა „პსჟ-ს“ ნაკლები დრო ჰქონდეს და იძულებული გახდეს, უფრო მცირე შეთავაზებასაც დათანხმდეს.

გარდა ამისა, პარიზელები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „რეალი“ დამამცირებელ და მაქსიმალურად დაბალ შეთავაზებას გააკეთებს, რითიც ისეთ ვითარებას შექმნის, თითქოს მათ მბაპეს შეძენა სცადეს, მაგრამ „პსჟ-მ“ უარით გაისტუმრა.

პარიზელთა ინტრესებში სიტუაციის დროულად მოგვარებაა: მათ სურთ, ნებისმიერი კლუბი ჩაერთოს საქმეში, გადაიხადოს ფული და წაიყვანოს მბაპე, მაგრამ თავად ფეხბურთელი „რეალის“ გარდა არცერთ კლუბს არ განიხილავს, რაც მადრიდელებს ჯოკერს აძლევს ხელში და მათ არსად ეჩქარებათ.

ხვალ, 31 ივლისს, ფეხბურთელს დედლაინი ეწურება: სწორედ ეს არის უკანასკნელი დღე, როცა მბაპეს „პსჟ-სთან" კონტრაქტის ავტომატურად 2025-მდე გახანგრძლივება შეუძლია, თუმცა კილიანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.