"გეტყვით, რა არის საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად", - ნაპოლის პრეზიდენტის კომენტარი

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურტენტისმა ასეთი პასუხი გასცა:
"გეტყვით, რა არის საჭირო ამისთვის. ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, აუცილებლად უნდა გქონდეს იღბალი. ამის გარეშე არაფერი გამოვა.
მილანთან 1/4 ფინალურ მატჩში იყო მომენტები, როცა იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო, თორემ არავინ იცის, რა მოხდებოდა", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" დამარცხდნენ, სამაგიეროდ, სერია ა მოიგეს.