ავტორიზაცია

აგენტები გუნდის შეკრებაზე არიან: კვარაცხელიას და ოსიმენის მომავალი მალე გაირკვევა

აგენტები გუნდის შეკრებაზე არიან: კვარაცხელიას და ოსიმენის მომავალი მალე გაირკვევა
თარიღი 31 Jul 2023, 02:32
"ნაპოლიმ" შეკრება დაიწყო და ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდმა უკვე ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

თუმცა გარდა მატჩებისა, კლუბის შიდა სამზარეულოში ბევრი რამაა მოსაგვარებელი, მათ შორის ორი მთავარი ლიდერის მომავალი.

იტალიური პრესის ცნობით, ამჟამად კვარაცხელიას და ოსიმენის აგენტები გუნდის შეკრებაზე არიან და პრეზიდენტთან აქტიურ მოლაპარალებებს აწარმოებენ.

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ორივე მათგანი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და დარჩება.

ოსიმენს კონტრაქი 2025 წლამდე აქვს, ანაზღაურება 4.5 მილიონი ევროს. წინასწარი ცნობით, მისი ხელფასი 7.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ახალი კონტრაქტის თანახმად, ის "ნაპოლიში" 2028 წლამდე დარჩება და ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.