პსჟ მბაპეს გაყიდვას 12 აგვისტომდე აპირებს - იქამდე სანამ ლიგა 1-ის ახალი სეზონი დაიწყება
"პსჟ"-ს გადაწყვეტილი აქვს, უახლოეს მომავალში თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდიდან გაუშვას.
Diario AS-ის ინფორმაციით, პარიზელებს თავდამსხმელის გაყიდვა 12 აგვისტომდე სურთ, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სიტუაცია კვლავ რთულია. ფრანგს არ სურს მადრიდის "რეალის" გარდა სხვა გუნდში გადასვლა, "სამეფო კლუბი" კი არ აპირებს 200 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას ფეხბურთელისთვის, რომელსაც კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება.
მბაპეს "პსჟ"-ში კიდევ ერთი სეზონი დარჩენა სურს, რათა ერთ წელიწადში მადრიდის "რეალში" უფასოდ გადავიდეს.