ავტორიზაცია

ბაიერნის ხელმძღვანელობა კეინის სატრანსფერო მოლაპარაკებებისთვის ლონდონში ჩავიდა

ბაიერნის ხელმძღვანელობა კეინის სატრანსფერო მოლაპარაკებებისთვის ლონდონში ჩავიდა
თარიღი 31 Jul 2023, 12:37
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ლონდონში "ტოტენჰემთან" თავდამსხმელის ჰარი კეინის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ. 

ამის შესახებ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში იუწყება.

წყარო ცნობით, ბოლო დღეებში მხარეებმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწიეს. "ტოტენჰემის" პრეზიდენტი დანიელ ლევი სერიოზულად განიხილავს კეინის გაყიდვას, რომელმაც შესაძლოა ერთ წელიწადში გუნდი უფასოდ დატოვოს.

თავად ფეხბურთელმა "ბაიერნთან" კონტრაქტი უკვე შეათანხმა და მხარეების კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმებას ელოდება.