ავტორიზაცია

Le Parisien: ბარსელონამ მბაპეს სანაცვლოდ პსჟ-ს სამი ფეხბურთელი შესთავაზა

Le Parisien: ბარსელონამ მბაპეს სანაცვლოდ პსჟ-ს სამი ფეხბურთელი შესთავაზა
თარიღი 31 ივლ 2023, 23:06
ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ რამდენიმე დღის წინ „პსჟ-სთან“ კილიან მბაპეს თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყება სცადა.

როგორც ფრანგები იტყობინებიან, პარიზულ კლუბს „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დაუკავშირდა და მბაპეს სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი, უსმან დემბელე, რაფინია და გავი შესთავაზა.

თუმცა, გარიგება საწყის ეტაპზევე ჩაიშალა, რადგან ეს ვარიანტი არც „პსჟ-სთვის“ იყო მისაღები და არც მბაპესთვის.

კლუბი რაფინიათი და გავით არ ინტერესდება, მბაპემ კი „ბარსაში“ გადასვლა არ მოისურვა.