ავტორიზაცია

რატომ ჰქონდა 6-წლიანი პაუზა და რის გამო არჩია რუსეთში მუშაობას საქართველო - ომარ თეთრაძის კომენტარი

რატომ ჰქონდა 6-წლიანი პაუზა და რის გამო არჩია რუსეთში მუშაობას საქართველო - ომარ თეთრაძის კომენტარი
თარიღი 31 Jul 2023, 23:45
„საბურთალოს“ მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ, 6-წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლების შესახებ ისაუბრა.

„ასე ვთქვათ, საფიქრალად პაუზა მქონდა აღებული, თავად არსად არ ვჩქარობდი. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა წარსული შეცდომების თავიდან ასარიდებლად, ფეხბურთს ვუყურებდი.

შეძლებისდაგვარად, მოსკოვში ყველა მატჩს ვესწრებოდი, თურქეთში მუდამ შეკრებებზე მივდიოდი. რუსეთიდანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ შეუსრულებელი ამოცანებით. ყოველ შემთხვევაში, ჩემ მოლოდინს არ ემთხვეოდა.

„საბურთალოში“ ორი წლის წინაც მეპატიჟებოდნენ. თბილისში ოჯახი მყავს, ახალ წელსაც და სხვა დროსაც აქ სულ ჩამოვდიოდი. მაშინ არ წავედი, გასულ ზამთარს კი ჩემს მეგობრებს უარი ვეღარ ვუთხარი.

10-წლის წინანდელი აღმასვლის შემდეგ შედეგები გაქრა, ახლა კი ევროთასებზე დაბრუნება მთხოვეს.“ - აღნიშნა თეთრაძემ.