ავტორიზაცია

რადარზე კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა - მბაპე პრემიერ ლიგაში?

რადარზე კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა - მბაპე პრემიერ ლიგაში?
თარიღი 01 აგვ 2023, 00:58
გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შეძენით უამრავი გუნდი ინტერესდება.

მათ შორის არიან საუდის არაბეთის კლუბები. კილიანის მომავალს მადრიდის "რეალსაც" უკავშირებენ.

ახლა კი რადარზე კიდევ ერთი კლუბი ლონდონის "ჩელსი" გამოჩნდა, რომელიც ჯერ სიტუაციას აკვირდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს "პსჟ"-სთან მოლაპარაკებების გამართვას.

თუ მბაპე პრემიერ ლიგაში თამაშს ისურვებს, "ჩელსი" ფავორიტი იქნება. არისტოკრატები მზად არიან მის სანაცვლოდ ის თანხა გადაიხადონ, რასაც "პსჟ"  ისურვებს.