ავტორიზაცია

დემბელეს გათავისუფლების პუნქტი 100 მილიონ ევრომდე იზრდება, მაგრამ ბარსელონა მზადაა ფასი შეამციროს

დემბელეს გათავისუფლების პუნქტი 100 მილიონ ევრომდე იზრდება, მაგრამ ბარსელონა მზადაა ფასი შეამციროს
თარიღი 01 Aug 2023, 12:15
კატალონიური "ბარსელონა" მზადაა "პსჟ"-ს თავდამსხმელ უსმან დემბელე შეღავათიან ფასად მიყიდოს. 

პარიზულმა კლუბმა 1 აგვისტომდე ვერ გადაიხადა გათავისუფლების პუნქტი 50 მილიონი ევრო, რის შემდეგაც თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

თუმცა, ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თქმით, "ბარსელონა" კვლავ მზადაა დემბელე გაყიდოს, ოღონდ პარიზელებს 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს. 

ადრე უსმანი გადახდილი თანხის ნახევარი იღებდა, ახლა კი "ბარსელონას" შეუძლია ტრანსფერიდან მთელი თანხის მიიღოს.