ავტორიზაცია

ატლეტიკომ სიმეონეს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ატლეტიკომ სიმეონეს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 01 Aug 2023, 13:44
მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას გეგმავს, ამის შესახებ გაზეთი Marca იუწყება.

მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოქტომბერში, ეროვნული ნაკრებების შესვენების დროს გაიმართება. 

სიმეონესა და "ატლეტიკოს" შორის არსებული კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვლილი. "ატლეტიკო" თანამშრომლობის 2026 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

53 წლის სპეციალისტი მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი 2011 წლის დეკემბრიდან არის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.