მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა მაჰრეზი რენის ფეხბურთელით შეცვალოს
მანჩესტერ "სიტი" სერიოზულად განიხილავს ფრანგული "რენის" გარემარბის ჯერემი დოკუს შეძენის ვარიანტს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმჩიით, ბელგიელი "სიტის" შორტლისტში ერთ-ერთი სახელია, რომელმაც შესაძლოა რიად მაჰრეზი შეცვალოს, რომელიც ახლახან "ალ-აჰლში" გადავიდა.
დოკუ აქამდე "ასტონ ვილას" რადარზე იყო, მაგრამ ბელგიელის უნაი ემერის გუნდში გადასვლაზე ჭორები ბოლო დღეებში ჩაცხრა.
დოკუ აქამდე "ასტონ ვილას" რადარზე იყო, მაგრამ ბელგიელის უნაი ემერის გუნდში გადასვლაზე ჭორები ბოლო დღეებში ჩაცხრა.
21 წლის დოკუმ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.