ავტორიზაცია

რაფაელ ლეაუ: "მილანი არის სწორი კლუბი ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოსაგებად"

რაფაელ ლეაუ: "მილანი არის სწორი კლუბი ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოსაგებად"
თარიღი 01 აგვ 2023, 17:13
იტალიური "მილანის" თავდამსხმელმა რაფაელ ლეაუმ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა "როსონერისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება.

„რატომ დავრჩი მილანში? ეს კლუბი დამეხმარა. აქ მივაღწიე ჩემს მიზნებს, ერთად მოვიგეთ სკუდეტო, აქ მომცეს საშუალება გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. 

თავს უფრო მოწიფულად ვგრძნობ და ვიცი, რომ გუნდის ლიდერი ვარ. მილანი ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოსაგებად სწორი კლუბია. , - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ლეაუს ახალი ხელშეკრულება "მილანთან" 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 

იტალიის სერია A-ს ბოლო გასულ გათამაშებაში პორტუგალიელმა 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.