მბაპეს გარეშე - პსჟ ახალი სეზონის ოფიციალურ ფოტოს აქვეყნებს

"პსჟ"-ს ოფიციალური საიტი აქვეყნებს ახალი სეზონის ფოტოს, სადაც ამ გუნდის ფეხბურთელები კლუბის ახალი ეკიპირებით არიან წარდგენილი.

გასაკვირი არაა, რომ გარეკანზე ვერ ვხედავთ გუნდის მთავარ ფიგურას კილიან მბაპეს.
მბაპემ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა, ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს და ამის გამო, "პსჟ"-მ ის იაპონურ ტურნეზე არ წაიყვანა.
