ავტორიზაცია

"მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს?" - ლეაოს კომენტარი

"მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს?" - ლეაოს კომენტარი
თარიღი 02 აგვ 2023, 01:40
"მილანის" პორტუგალიელი ფეხბურთელი რაფაელ ლეაო ოქროს ბურთის შესაძლო მოგებასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"მილანში დავრჩი, რადგან ვთვლი, რომ ამ გუნდში ბევრი რამ ვისწავლე და მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევა შემიძლია.

ეს არის სწორი კლუბი, სადაც შემიძლია, რომ ოქროს ბურთი მოვიგო. სერია ა უკვე მოგებული მაქვს და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯერია", - განაცხადა ლეაომ.

შეგახსენებთ, რომ როსონერის პორტუგალიელმა ლიდერმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.