ავტორიზაცია

"დემბელეს პსჟ-ში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", - ხავიმ ტრანსფერი დაადასტურა

"დემბელეს პსჟ-ში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", - ხავიმ ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 02 აგვ 2023, 10:12
„მილანთან" 1:0 მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, „ბარსელონას" მწვრთნელმა უსმან დემბელეს „პსჟ-ში" ტრანსფერი დაადასტურა.

„უსმან დემბელეს „პსჟ-ში" ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მან ბევრი რამ მოგვცა.

რა თქმა უნდა, ვცადე დარჩენაზე დამეყოლიებინა, მაგრამ მან მითხრა, რომ ლუის ენრიკეს და ალ-ხელაიფის ელაპარაკა. შესაბამისად, მისი დაყოლიება შეუძლებელი იყო. 

ეს მისი უკანასკნელი და პირადი გადაწყვეტილებაა.", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

დემბელე „ბარსელონადან" „პსჟ-ში" 50 მილიონ ევროდ გადავა.