ლუკა გაგნიძე: "ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ერთ დღეს პრემიერ ლიგაში მოხვედრაზე, მაგრამ ჯერ ადრეა ტოპ ლიგაში გადასვლაზე ფიქრი"
საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა რუსულ მედიასთან საუბარში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გავხდეთ რუსეთის ჩემპიონები და ასევე მოვიგოთ რუსეთის თასი. ეს Შესაძლებელია. რუსეთში ყველაფერი შესაძლებელია!
ევროპის ტოპ ლიგებში ბევრი მოთამაშე გვყავს. საქართველოში მართლაც ბევრია ნიჭიერი მოთამაშეა, რომლებსაც ეძლევათ თამაშის და განვითარების საშუალება. ჩემი აზრით, ახლა ქართული ფეხბურთი ახალგაზრდებისთვის უფრო ღია გახდა.
ჩვენ ასევე გვაქვს მეორე შანსი, რომ ევრო 2024-ზე ერთა ლიგის მეშვეობით გავიდეთ. ასე რომ, დიახ, მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდი მზადაა, თავი მთელ მსოფლიოს გააცნოს.
ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ერთ დღეს პრემიერ ლიგაში მოხვედრაზე. მე არ ვარ გამონაკლისი. მაგრამ სტილის მხრივ ესპანეთი და იტალია უფრო შემეფერება. ამიტომ, ალბათ, ჯერ იქ მინდა თამაში. მაგრამ ჯერ ადრეა ევროპის ტოპ ლიგაში გადასვლაზე ფიქრი. ჯერ აქ უნდა დაამტკიცო საკუთარი თავი, განვითარდე.
ვნახოთ რა იქნება შემდეგში. ვფიქრობ, მომავალში შევძლებ ევროპაში გადასვლას. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ამისთვის სრულად მომზადებული ვიქნები. ";- თქვა 20 წლის ნახევარმცველმა.
ვნახოთ რა იქნება შემდეგში. ვფიქრობ, მომავალში შევძლებ ევროპაში გადასვლას. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ამისთვის სრულად მომზადებული ვიქნები. ";- თქვა 20 წლის ნახევარმცველმა.