ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენის რიკოს თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა

პარი სენ-ჟერმენის რიკოს თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა
თარიღი 03 აგვ 2023, 12:56
Telecinco-ს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" მეკარე სერხიო რიკოს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინის ანევრიზმის მოსაშორებლად.

ოპერაცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ახლა ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად სევილიის საავადმყოფოს პალატაში იმყოფება.

შეგახსენებთ, პსჟ-ს მეკარემ მძიმე ტრავმა უელვას ერთ-ერთ რეგიონ ელ როკიოში ჯირითობის დროს მიიღო, იგი ცხენიდან გადმოვარდა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო.

ესპანელმა რამდენიმე კვირა კომაში იყო, რის შემდეგაც ამ მდგომარეობიდან გამოვიდა და საუბარი დაიწყო.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პარიზელთა მეკარე ფაქტიურად სიკვდილის პირას იყო.