ავტორიზაცია

ლუკაკუმ ინტერთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა

ლუკაკუმ ინტერთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა
თარიღი 03 Aug 2023, 13:24
ბელგიის ნაკრებისა და "ჩელსის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ უახლოეს დღეებში შესაძლოა ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდეს. 

როგორც ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანოსთვის გახდა ცნობილი, 30 წლის თავდამსხმელი "ბებერ ქალბატონს" შრომითი ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმდა.

მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა სამი წელი იქნება, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. 

ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარით მილანის "ინტერში" გაატარა. თავდამსხმელმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გატანილი გოლი და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.