ავტორიზაცია

კლაკსვიკის მეკარის საოცარი ისტორია: კარიერა დაასრულა, ნორვეგიის ქვედა ლიგაში მცველად თამაშობდა და ფარერების ჩემპიონმა სათადარიგო მეკარედ დაიმატა

კლაკსვიკის მეკარის საოცარი ისტორია: კარიერა დაასრულა, ნორვეგიის ქვედა ლიგაში მცველად თამაშობდა და ფარერების ჩემპიონმა სათადარიგო მეკარედ დაიმატა
თარიღი 03 Aug 2023, 14:24
ფარერის კუნძულების "კლაკსვიკი" ევროტურნირებზე ხმაურიან გამკსვლას აგრძლეებს და გაჩერებას არ აპირებს. 

გუნდი რომელიც 2019/20 წლების სეზონამდე პრე-საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა, 2020/21 წლების სეზონში (როცა თბილისის "დიბამო" (6:1) გაანადგურა) ფლეი-ოფი დადო, ახლა კი კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი გაინაღდა.

უნგრეთის ჩემპიონის "ფერენცვაროშის" ჩემპიონთა ლიგიდან გაგდების შემდეგ, "კლაკსვიკის" ფეხბურთელებმა შვედეთის ჩემპიონი "ჰაკენიც" დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე ითამაშებენ.

"კლაკსვიკის" ამ  საოცარ ისტოროაში, ერთი ისტორია ფეხბურთის ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა. გუნდის მეკარე 27 წლის ჯონათან იოჰანსონია, რომელმაც "ჰაკენთან" პენალტების სერიაში 2 დარტყმა მოიგერია. 

იოჰანსონმა 2022 წელს გუნდი ვერ იპოვა და ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, 2023 წლის აპრილში ნორვეგიის მეხუთე ლიგაში ცენტრალურ მცველად თამაშობდა. 2023 წლის ივნისში კი "კლაკსვიკმა" სათადარიგო მეკარედ დაუძახა, ამას ის მოჰყვა, რომ გუნდის მთავარმა მეკარემ ტრავმა მიიღო და ჯონათანსაც კარში ჩადგომა მოუწია. 

ისტორია საოცრად გაგრძელდა, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფერენცვაროშთან" ორივე მატჩში კარი მშრალად შეინახა, ხოლო "ჰაკენთან" ორი გადამწყვეტი პენალტი მოიგერია.

ფარერის კუნძულელების შემდეგი მოწინააღმეგე უკვე ნორვეგიის ჩემპიონი "მიოლდე" იქნება.