10 კაციან მალტურ გუნდს გოლიც ვერ გაუტანა - დინამო თბილისი ევროტურნირებს გამოეთიშა
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" მალტურ "სპარტანსს" დაუპირისპირდა. ამ გუნდების პირველი მატჩი მალტაში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
"დინამო არენაზე" ანგარიში კვლავ მალტელებმა გახსნეს. შესვენებაზე კი "სპარტანსს" კაცი გასახდელში მომხდარი კომფლიქტის გამო გაუძევეს.
მეორე ტაიმში "დინამო თბილისი" სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა მომენტებს ნაკლებად ქმნიდა.
მეტოქე თავს კარგად იცავდა. საბოლოოდ კი 10-კაციან გუნდს გოლიც ვერ გავუტანეთ და "დინამო თბილისი" ევროტურნირებიდან ასპარეზობას გამოეთიშა.