ბოლო იმედი: გორის დილა შემდეგ ეტაპზეა!
ქართული გუნდების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენები საშინელი შედეგების შემდეგ, გორის "დილა" ერთადერთი გუნდია, ვინც შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
"დილა" "ვორსკლას" დაუპირისპირდა. პირველი მატჩი მეტოქე 2:1 მოიგო. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ყველა ბილეთი გაიყიდა და მოლოდინი დიდი იყო.
ანგარიში ოთარ ფარულავამ გახსნა. 71-ე წუთზე კოვტალიუკმა სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა ზუსტად 3 წუთში გოლი გაუშვა.
86-ე წუთზე გეილიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და 3:1 მოიგო, რის შედეგადაც "დილა" შემდეგ ეტაპზე გავიდა.
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილას" მეტოქე "აპოელსა' და "ვოივოდინას" შორის გამარჯვებული იქნება.