ანდრეი დემჩენკო: "თუ ევროპიდან კარგი წინადადება მექნება, არ ვიცი, დავფიქრდები"
ქართული გუნდების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენები საშინელი შედეგების შემდეგ, გორის "დილა" ერთადერთი გუნდია, ვინც შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
"დილა" "ვორსკლას" დაუპირისპირდა. პირველი მატჩი მეტოქე 2:1 მოიგო. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ყველა ბილეთი გაიყიდა და მოლოდინი დიდი იყო.

“მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრს არ ვიმხიარულებთ და მეტოქეს ამით არ გავანაწყენებთ. კარგად ვითამაშეთ, მატჩს ვაკონტროლებდით, თუმცა გოლების გატანას ვერ ვახერხებდით. ტაიმის ბოლოს გატანილმა დიდი ძალა მოგვცა, ჩვენ თვითრწმენა მოგვემატა, მათ დააკლდათ. დავინახეთ, რომ სწორი გზით მივდიოდით და დავიჯერეთ, რომ მატჩის მოგება ოვერტაიმის გარეშე შეგვეძლო.
მეტოქემ 1 გოლის უპირატესობით შენარჩუნება სცადა. გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ გუნდი, რომელიც დაცვიდან თამაშობს და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობს, სივრცეებს ბოლომდე ვერ კეტავს. ადამიანური ფაქტორი მაინც მუშაობს - სადღაც ფეხბურთელი ვერ ჩაასწრებს, სადღაც საჭიროდ ვერ იმოქმედებს. ასეც მოხდა - მომენტები შეგვექმნა და ძალიან კარგია, რომ მათი გამოყენება შევძელით.
ვერ ვიტყვით, რომ შეხვედრაზე გავლენა ერთმა ეპიზოდმა მოახდინა. მთელი თამაში პრესინგს ვთამაშობდით, ვცდილობდით, მეტოქისთვის ფიქრის დრო არ მიგვეცა და უბრალოდ, ბურთი წინ მოეგერიებინათ. ამით ბურთსაც ვიბრუნებდით და მოწინააღმდეგეს თვითრწმენას ვუმცირებდით. გეგმამ იმუშავა, გოლები გავიტანეთ და ჩვენმა მცველებმა თავი ვორსკლას შეტევებს გაართვეს. მხოლოდ ერთ ეპიზოდში, როცა უბრალოდ, წინ არტყამდნენ ბურთს და თავით მოგებას ცდილობდნენ, ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ კონტროლი მალევე დავიბრუნეთ.
კარიერაზე: ახლა მე დილაში მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული. აქ 2,5 წელია ვმუშაობ და ამ დროში რაც გავაკეთე, იმის შედეგები ახლა მოდის: ფეხბურთელბსაც ჩემი ფილოსოფიის უფრო მეტად მესმით. ევროპაში კარგად ვერ წარმოვაჩნე თავი, აქ კი საქმეები კარგად მიმდის. თუ წინადადებები იქნება ევროპიდან, დავსხდებით, განვიხილავთ, კლუბსა და ოჯახთან ერთად. თუმცა საქართველოში ყველაფრით კმაყოფილი ვარ: ჩემი შვილი ფეხბურთს აქ თამაშობს, დინამოს აკადემიაში, ინგლისურ სკოლაში სწავლა დაიწყო, რაღაც მხრივ საქართველოში მოვეწყვეთ. დილაში ყველაფერი მომწონს: ფეხბურთელები, ხელმძღვანელობა. თუ ევროპიდან კარგი წინადადება მექნება, არ ვიცი, დავფიქრდები.

პირველ და მეორე მატჩებს შორის სხვაობაზე: ვორსკლა ცოტა უცნაურად თამაშობს, რამდენიმე ტაქტიკურ სქემას იყენებს და ხშირად ხდება გადანაცვლებები. ისიც სიურპრიზი გახლდათ, რომ ეს გუნდი პერსონალურ დაცვას თამაშობს. პოლონეთში ამას არ ველოდით, დღევანდელი მატჩისთვის, კი მათ თამაშის სტილი გავაანალიზეთ და უკეთ გამოვიყენეთ. საბოლოო ჯამში, ვორსკლას დაცვის სტილი ჩვენდა სასარგებლოდ ავამუშავეთ - პერსონალურ ბრძოლებში დიდი ძალები დახარჯეს, რამაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ენერგია გამოაცალა. პოლონურ შეხვედრაში რამდენიმე მომენტი გვქონდა, თუმცა გამოყენება ვერ შევძელით. დღეს, კი ასეთი მომენტებისთვის მზად ვიყავით, მეტად გაგვიმართლა და მოვიგეთ კიდეც.
სათადარიგოთა სკამზე: ვმუშაობთ, რომ ფეხბურთელბის დამატება შევძლოთ და შემადგენლობა შევავსოთ, მოთამაშეთა რაოდენობა 20-მდე ავიყვანოთ. ეს სიტუაციების ვარირების საშუალებას მოგვცემს. მართალია, დღეს შეცვლებმა კარგად იმუშავეს, მაგრამ ცხადია, ეს საკმარისი არ არის და გუნდში მეტი ფეხბურთელი გვჭირდება.- განაცხადა ანდრეიმ მატჩის შემდეგ.

გორის "დილას" პრესსამსხური