𝐇𝐄𝐑𝐄 𝐖𝐄 𝐆𝐎! ბარსელონას ნახევარმცველი საუდის არაბეთში ითამაშებს
„ბარსელონას" კოტდიუვარელი ნახევარმცველი ფრანკ კესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
ფეხბურთელის ახალი კლუბი „ალ აჰლი" იქნება. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კესის ტრანსფერი საერთო ჯამში 15 მილიონი ევრო დაჯდება.
„ალ აჰლი" და „ბარსელონა" ამჟამად საბუთებს ამოწმებენ, რის შემდეგაც ყველაფერს ხელს მოაწერენ და ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.
თავად კესი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ახალ გუნდში ის რიად მაჰრეზს, ალან სენტ-მაქსიმენს, ედუარ მენდის და რობერტო ფირმინოს შეუერთდება.