ტურინის იუვენტუსმა ვლახოვიჩზე ჩელსის პირველი შეთავაზება უარყო

ტურინის "იუვენტუსმა" უარყო "ჩელსის" პირველი შეთავაზება თავდამსხმელ დუშან ვლახოვიჩზე.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, "ბებერმა ქალბატონმა" უარი თქვა სერბის "ჩელსიში" გაშვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები რომელუ ლუკაკუს და + 20 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.
"იუვენტუსი" სერი ფორვარდის სანაცვლოდ ლუკაკუს და 50 მილიონი ევროს ითხოვს.