ავტორიზაცია

ოფიციალურად: აქსელ დისასი ჩელსის ფეხბურთელია

ოფიციალურად: აქსელ დისასი ჩელსის ფეხბურთელია
თარიღი 04 აგვ 2023, 15:02
ფრანგი ცენტრალური მცველი აქსელ დისასი "მონაკოდან" კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

"არისტოკრატებმა" საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადეს.

დისასიმ "ჩელსისთან" კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. 24 წლის მცველი კლუბს დაახლოებით 45 მილიონი ევრო დაუჯდა.