ავტორიზაცია

ჩაბი ალონსომ ბაიერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჩაბი ალონსომ ბაიერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 04 აგვ 2023, 17:00
ლევერკუზენმა "ბაიერმა" მთავარ მწვრთნელთან, ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად გამოაცხადა.

ესპანელმა სპეციალისტმა ხელი მოაწერა კონტტაქტს, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ალონსო ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული სეზონის დასაწყისში დაინიშნა. 

როდესაც ესპანელმა თანამდებობა დაიკავა, მისი გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, მაგრამ მისი დანიშვნის შემდეგ „ფარმაცევტებმა“ კრიზისიდან გამოსვლა შეძლეს და გათამაშება მეექვსე ადგილზე დაასრულეს. 

ამასთან ერთად გუნდი ევროპა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა.